დავით ქირია - ჩემპიონი რინგზე ქართული ჩოხით!

დავით ქირია - ჩემპიონი რინგზე ქართული ჩოხით!

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია, ზუგდიდელია.

 დღემდე აქტიურად არის ჩართული სპორტში, და კოლხი კაცისათვის დამახასიათებელი შეუპოვრობით ამტკიცებს თავის უპირატესობას საერთაშორისო ასპარეზზე. 

არის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციების ჩემპიონი, და 32 წლის ასაკშიც კი არ თმობს პირველობას, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. 

 სპორტული კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო, კონტაქტური კარატით, სადაც ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა. 

17 წლის ასაკში უკვე კიკბოქსინგით დაინტერესდა.

ვარჯიში ბაჩუკი ფარცვანიასთან დაიწყო, რომელიც მისი ტრენერია დღემდე. 

თავიდან საქართველოში გამოდიოდა, 2007 წელს  გაემგზავრა  ჰოლანდიაში, კლუბ "Golden Glory" ში, Sammy Schit-თან, სადაც გაიარა მზადება, შემდეგ ბრძოლა ჩაუნიშნეს ამსტერდამში და ეს ბრძოლა მოიგო. 

ამის შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა, იბრძოდა "Glory" ში სადაც ჩემპიონი გახდა, ასევე არის Kulun Fight- და Savate Pro rule-ს მოქმედი ჩემპიონი. 

დღეს უკვე ერთ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კიკბოქსიორია მსოფლიოში. 

საერთო ჯამში ჩატარებული აქვს 48 პროფესიონალური  ბრძოლა. 

რა თქმა უნდა ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა მისი მოწინააღმდეგეებიდან გამოვარჩევდით Andy riste, Murthal Groonhart, Mouran throuthou, Anatoly Moiseev და ა.შ.ეს სპორტსმენები არიან მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციების ჩემპიონები მოქმედი და ყოფილებიც. 

აღსანიშნავია მისი ბრძოლა 2019 წლის 24 თებერვალს შანხაიში,  ერთ დღეში გამართულ 2 ბრძოლიდან ერთი ნოკაუტით ხოლო მეორე აშკარა უპირატესობით მოიგო  და მსოფლიო ჩემპიონი გახდა Kulun Fight- ის ვერსიით. 

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა ახალგაზრდებს, დავითმა გვიპასუხა -"იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, აუცილებლად დაისახონ მიზნები, და ბევრი იშრომონ მათ განსახორციელებლად.

 

 

 

 

Hot News

X