მოძმანაშვილი - ტატამიდან ოქტაგონზე

მოძმანაშვილი - ტატამიდან ოქტაგონზე

დავით მოძმანაშვილის კარიერა თავისუფალი ჭიდაობით დაიწყო, არის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 120 კგ წონით კატეგორიაში.
მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. 

2008 წელს ტამპერში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა მოგვიანებით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მის ანალიზში აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნო, ოქროს მედალი ჩამოართვა  და ორ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ქართველმა გოლიათმა ცნობილი დოპინგ სკანდალის, და დისკვალიფიკაციის შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში გადაინაცვლა.

MMA ში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მისი საშერდოგო რეიტინგი 1-1 შეადგენს. 

პირველ ბრძოლაში ადვილად შესძლო ირანელი მეტოქის დამარცხება, და ქართული დროშა ააფრიალა რინგზე.

თუმცა სამწუხაროდ ACA ს ეგიდით გამართულ მეორე ბრძოლაში გამოცდილ მოწინააღმდეგესთან ელხან მუსაევთან დამარცხდა.

რა მიზნები აქვს ქართველ მებრძოლს, და როდის გამართავს შემდეგ ბრძოლას ჯერჯერობით უცნობია.

Hot News