ქართველი რომელმაც ათწლეულის საუკეთესო კიკბოქსიორი დაამარცხა!

ქართველი რომელმაც ათწლეულის საუკეთესო კიკბოქსიორი დაამარცხა!

ზუგდიდელი სპორტსმენი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში - ენრიკო გოგოხია.

იყო უკრაინის ნაკრების წევრი, K1 ში ჩატარებული აქვს 49 პროფესიონალური ბრძოლა, აქედან 42 გამარჯვება და 7 მარცხი. 

აღსანიშნავია მისი ორი შეხვედრა სოტოჩაი სისტონგპინონგთან, სადაც ქართველმა მებრძოლმა პირველ შეხვედრაში დაამარცხა ბოლო ათწლეულის ერთ ერთი საუკეთესო კიკბოქსიორი, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდა, დამატებით დროში გაყოფილი ხმებით სოტოჩაის მიანიჭეს გამარჯვება.  

ამის შემდეგ გოგოხიამ K1 დატოვა, და კრივში განაგრძო ასპარეზობა. 
პროფესიონალურ კრივში ჩატარებული აქვს 12  ბრძოლა, აქედან ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა. 

აღსანიშნავია რომ კრივში უკვე საქართველოს სახელით ასპარეზობს.

Hot News