ხამზატ ჩიმაევის ფავორიტი მებრძოლები UFC ში

ხამზატ ჩიმაევის ფავორიტი მებრძოლები UFC ში

UFC-ს ამომავალმა ვარსკვლავმა, ხამზატ ჩიმაევმა ორგანიზაციის საყვარელი მებრძოლები დაასახელა.

"ძალიან მომწონს ტიჯეი დილაშოუ. საინტერესოა ხაბიბის ბრძოლების ხილვაც, რადგან ჭიდაობის მსგავსი ტექნიკა გვაქვს. იოელ რომეროს ბრძოლებსაც დიდი ინტერესით ველი ხოლმე. მომწონს დემეტრიუს ჯონსონიც, რომელიც UFC-ში აღარ ასპარეზობს", - განაცხადა შვედეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენმა მებრძოლმა UFC Russia-სთან ინტერვიუში.

ხამზატ ჩიმაევი, რომელსაც UFC-ში ჩატარებული ორივე ბრძოლა ვადამდე აქვს მოგებული, ოქტაგონზე კიდევ ერთხელ 19 სექტემბერს გამოვა და ამერიკელ ჯერალდ მერშარტს დაუპირისპირდება.

ჩიმაევი უკვე ლას-ვეგასშია, სადაც მოახლოებული ბრძოლისთვის მზადებაში მას ქართველი თანაგუნდელი, გურამ ქუთათელაძე ეხმარება.

Hot News