ბიჭი რომელიც ცოცხლად დაწვეს ოსებმა, სიკვდილის წინ შავლეგოს მღეროდა

ბიჭი რომელიც ცოცხლად დაწვეს ოსებმა, სიკვდილის წინ შავლეგოს მღეროდა

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში დაბადებული მერაბ მინდიაშვილი 1991წლის 18 მარტს რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.

მინდიაშვილი 1989-91 წლებში რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ, თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა.

ამბობდნენ, რომ ოსებს მისი მოკვლისთვის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული, მისი სიკვდილის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალში ფოიერვერკი გაუშვეს. ამის შესახებ მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა.

"ისე მოხდა, რომ 1990 წელს დიდი ლიახვის ხეობაში კუნძზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა მისი სხეული ფერფლად არ აქცია.“

თანასოფლელები მერაბს ზედმეტსახელად ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათის გამო “ვიროს“ ეძახდნენ. როდესაც ტყვედ ჩავარდა და სასიკვდილოდ განწურული ხის კუნძზე მიაბეს, არ შეშინებულა, ცეცხლმოკიდებული მერაბ მინდიაშვილი ხაფი ხმით მღეროდა “შავლეგოს“, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს სულის ამოძახილს!

Hot News