ჟორჟიკა ჟორჟოლიანი - უძლიერესი სვანი მებრძოლი

ჟორჟიკა ჟორჟოლიანი - უძლიერესი სვანი მებრძოლი

დაუმარცხებელი ქართველი სპორტსმენი გენადი "ჟორჟიკა" ჟორჟოლიანი! (გვარის გამო შეარქვეს "ჟორჟ")
31 წლის მებრძოლი, წარმოშობით იმერეთიდან, კერძოდ სოფელ ბაშიდან არის, და დიდი ქართული ტრადიციული ოჯახის შვილია, ჰყავს 6 და ის კი ბოლო ვაჟია ოჯახში.

მან თვითონ შეჰქმნა საკუთარი, გამორჩეული ბრძოლის სტილი.

მისი პირველი სპორტი ფეხბურთი იყო, შემდეგ რაგბი, ბოლოს კი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა შავფაროსნებში.

არის საქართველოს ჩემპიონი გრეპლინგში. გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კიკბოქსი, ვინგ ჩუნი, BJJ, და ასე შექმნა საკუთარი სტილი. 7 წლის მანძილზე ჩინეთში მუშაობდა, სადაც იყო დიჯეი, ასევე სპორტსმენებს ავარჯიშებდა MMA ში.

-"MMA ს როცა ვუყურებდი მეადვილებოდა, მომწონდა რომ შეზღუდვა არ ჰქონდა თავდაცვას, თავდასხმას, რაღაც მხრივ ჭადრაკს ჰგავს, შეგიძლია დაისახო სტრატეგია, და შესრულებას შეუდგე."

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აქტიურად გააგრძელა ვარჯიში ამ სპორტში, და 2019 წლის მარტს, 30 წლის ასაკში ჩაატარა პირველი ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე. - "მინდოდა MMA ში მესინჯა საკუთარი შესაძლებლობები სანამ ასაკი მიწყობს ხელს, და ვთქვი რომ თუ ჩემი სტილი არ ივარგებდა, შევეშვებოდი". აღნიშნა მან, თუმცა თუ მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებს გადავხედავთ მიხვდებით რომ მისმა სტილმა ნამდვილად გაამართლა!

აქვს ჩატარებული ბრძოლები შემდეგ ორგანიზაციებში - მგლები, WJF, ARMFC, IFC. მისი შერდოგი 5-0-0 ითვლის! 5 გამარჯვება, და არც ერთი მარცხი!

მისი ძლიერი მხარე დისტანციის გრძნობა და სისწრაფეა, თუ გავითვალისწინებთ მის წონას (93 კგ). ასევე დარტყმის ტექნიკა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი. ერთი სიტყვით უნივერსალური მებრძოლია.

-"მინდა მადლობა გადავუხადო შოთა აკულაშვილს, შოთა ბეთლემიძეს, გიორგი ტაბატაძეს, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის რომ ჩამეტარებინა ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე.

ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც იყო ჩემი სპარინგ პარტნიორი.

საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენია, ვისაც ყურადღება სჭირდება, და ამ ყურადღებას თუ გამოავლენენ უანგაროდ შემეხმიანონ, მე მათ ჩემს დიდ პროექტს გავაცნობ, სადაც თუნდაც მინიმალური სახსრებით შესაძლებელი იქნება რაღაცის დაწყება.

მე მიმაჩნია რომ სპორტი ძალიან ბევრ ადამიანს დააყენებს სწორ გზაზე.

ასაკს და სქესს არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი მონდომება და ის ხალხია, ვინც პრაქტიკაში ანახებთ ყველაფერს და არა მხოლოდ საუბარში." აღნიშნა გენადიმ.

Hot News