არჩილ თაზიაშვილი - სპორტსმენი გორიდან

არჩილ თაზიაშვილი - სპორტსმენი გორიდან

არჩილ თაზიაშვილი, ახალგაზრდა პერსპექტიული MMA ს მებრძოლი გორიდან, Guram Fight Club-ის წარმომადგენელი 28 წლის სპორტსმენი . არის დევნილი 2008 წლის ომის შემდეგ, და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს დღემდე. ბავშვობიდან დაკავებული იყო სპორტით, 10 წლის ასაკში ქართულ ჭიდაობას ეუფლებოდა, შემდეგ კიკბოქსინგსა და კარატეს. 20 წლის ასაკში დაინტერესდა შერეული ორთაბრძოლებით, და იბრძვის 65 კგ წონით კატეგორიაში. მისი მწვრთნელი საქართველოს MMA - ს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილია. ჩატარებული აქვს 15 პროფესიონალური ბრძოლა ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა M1 Global, ACB, FIGHT NIGHT, CAGE, TGC, ALASHPRIDE, 

აქედან 8 გამარჯვება 5 მარცხი. არჩილი გამოირჩევა სისწრაფით და მოქნილობით, იბრძვის ყოველთვის ბოლომდე, და ყველასთვის უხერხული მოწინააღმდეგეა. რაც შეეხება მის მიღწევებს - მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ორგზის პრიზიორია, არის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული კიკბოქსინგში, სამჯერ საქართველოსა და ოთხჯერ ევრაზიის ჩემპიონი, ასევე კარატეში საქართველოს პრიზიორი. აღსანიშნავია მისი სადებიუტო ბრძოლა , სადაც რუს მოწინააღმდეგეს შეხვდა, სამი დაძაბული რაუნდის შემდეგ დამარცხდა, თუმცა ეს ბრძოლა საღამოს საუკეთესო ბრძოლად დასახელდა, რამაც მეტი სტიმული მისცა. ბოლო ბრძოლა CAGE ში ჩაატარა, სადაც ფინელ მოწინააღმდეგეს მარკო ტანის შეხვდა და ნოკაუტით მოუგო. მისი მიზანი როგორც ყველა MMA ს მებრძოლის, UFC ს რინგზე ფეხის დადგმა და ბრძოლის ჩატარებაა.

 

Hot News