ქართველი მებრძოლი - ლევან სოლოდოვნიკი

ქართველი მებრძოლი - ლევან სოლოდოვნიკი

ლევან სოლოდოვნიკი - ერთ ერთი წარმატებული MMA ს ქართველი მებრძოლი.

მისი პირველი სპორტი კრივი იყო რომლითაც 8 წლის ასაკში დაინტერესდა, ტრენერი - გელა სხირტლაძე.

27 წლის ასაკიდან გადავიდა შერეულ ორთაბრძოლებში, იბრძოდა 93, 85, წონით კატეგორიებში, თუმცა გამოცდილების მატებასთან ერთად მიხვდა რომ შედეგის მისაღწევად თავის წონაში უნდა ჩამოსულიყო, და 77 წონით კატეგორიაში გადმოინაცვლა.

ლევანი ძალიან შრომისმოყვარე მიზანდასახული მებრძოლი და ყველასთვის უხერხული მეტოქეა.

რაც შეეხება მის მიღწევებს, ორგზის საქართველის ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული , მუაიტაიში (ტაილანდურ ბოქსში), MMA ში. ჩატარებული აქვს ბრძოლები ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა M1 და ფაიტ ნაითი.

აღსანიშნავია რომ მისი მწვრთნელი რუსეთში კაზბეკ მაგომედოვი, რომელიც 7 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მაგომედოვის მამა სამხედრო იყო, და ჩვენს მხარეზე იბრძოდა აფხაზეთში.

ფაიტ ნაითში გამოსვლისას ლევანი გამოაცხადეს როგორც მებრძოლი რუსეთიდან, რაც ძალიან განიცადა და შემდეგ ბრძოლაზე გააფრთხილა მენეჯერი და ორგანიზატორი რომ ასეთი რამ აღარ განმეორებულიყო.

 

Hot News