დავით ხუციშვილი ახალ ორგანიზაციაში იასპარეზებს

დავით ხუციშვილი ახალ ორგანიზაციაში იასპარეზებს

დავით ხუციშვილი, 24 წლის ქართველი მებრძოლი კასპიდან.

 დავითი საკმაოდ პერსპექტიული და წარმატებული მებრძოლია, 9 წლის ასაკში თავისუფალ ჭიდაობაზე დაიწყო ვარჯიში სადაც  ალე ხუციშვილმა მიიყვანა, მისი ტრენერი მერაბ ბუნტური იყო. 

18 წლის ასაკში დაინტერესდა ხრიდოლით, შემდეგ კი შერეული ორთაბრძოლებით, სადაც 70 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის.  

პირველი ტრენერი MMA ში გიორგი ავსაჯანიშვილი იყო, შემდეგ კი ამირან სახოკია. 

 მისი შერდოგია 7-3-0. რაც შეეხება მიღწევებს არის

საქართველოს ჩემპიონი გრეპლინგში, კავკასიის ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, შეიარაღებული ძალების ორგზის ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში.

 ორგანიზაცია მგლების და WJF ს ორი ქამრის მფლობელი. 

წარმატებულ მებრძოლთან  ერთად დავითი ჯარისკაცია. იყო დანაყოფის "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში კერძოდ დონბასში და ლუგანსკში იბრძოდა.

Hot News

X