ლეგენდების კვალდაკვალ - რატომ უწოდა ინგლისის დედოფალმა "კლდის ვეფხვი" მიხეილ ხერგიანს!

ლეგენდების კვალდაკვალ - რატომ უწოდა ინგლისის დედოფალმა "კლდის ვეფხვი" მიხეილ ხერგიანს!

კლდის ვეფხვი 1969 წლის 4 ივლისს შემზარავი ამბავი შეიტყო თბილისმა - დოლომიტის ალპებში (იტალია) მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა ქართული ალპინიზმის უბადლო წარმომადგენელი, მსოფლიოში "კლდის ვეფხვის" სახელით ცნობილი მიხეილ ხერგიანი... მთელი საქართველო შეძრა მოულოდნელმა ტრაგედიამ... სვანეთი საყოველთაო გლოვამ მოიცვა... ლაღამში ხერგიანების სახლისაკენ ზღვა ხალხი დაიძრა საქართველოს ყველა კუთხიდან. ისინი ვერ შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ შესაძლებელი იყო, სიკვდილზე მრავალჯერ გამარჯვებული მთამსვლელისათვის ბედისწერას ემუხთლა… საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში (1955, 1956, 1964), ხოლო სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საკავშირო ჩემპიონატებისა და პროფკავშირების საკავშირო პირველობების შვიდგზის გამარჯვებული და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მიხეილ ხერგიანი 1932 წელს დაიბადა მესტიის რაიონში.

 

1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით შეხვდნენ. ქართველი სპორტსმენი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასპარეზობას ინგლისის დედოფალიც დასწრებია. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. დედოფალმა კლდეზე მცოცავებს რომ შეხედა, გაკვირვებულმა წამოიძახა, თურმე: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს"?  მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა... "თოვლის ჯიქი" - თენსინგ ნორგეი "კლდის ვეფხვთან" მეგობრობდა. ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და ნორგეიმ იერიშზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი მარტო ავიდა და კლდეზე საღებავით დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ"! მეორე დღეს გამოიდარა. იალბუზზე ასული "თოვლის ჯიქი" მისალმების დანახვაზე კინაღამ გაგიჟებულა. 

ბოლოს კი ... 

ბეთქილივით თეთრ შუნს გაეკიდა, ჩხვიმლიან.

Hot News

X