ჯონ ალანი - რომან დოლიძეს დავანოკაუტებ!

ჯონ ალანი - რომან დოლიძეს დავანოკაუტებ!

21 ნოემბერს რომან დოლიძე UFC ს ეგიდით მეორე ბრძოლას ჩაატარებს, მისი მეტოქე ჯონ ალანი იქნება, ბრაზილიელ მებრძოლს 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 13 მოიგო.
MMA GEORGIA ჯონ ალანის მენეჯერს დაუკავშირდა, და მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა.

- მომავალ ბრძოლას ქართველ სპორტსმენთან გამართავთ, როგორია თქვენი მოლოდინი?

მოტივირებული ვარ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ, დამარცხებას არ განვიხილავ.

- რას ფიქრობთ რომან დოლიძეზე?

ის კარგი მებრძოლია, ვფიქრობ საინტერესო სანახაობას შევთავაზებთ მაყურებელს.

- როგორც ვხედავ, ბრწყინვალე სტაიკერი ხართ, ასევე კარგად ფლობთ გრეპლინგს, რის ხარჯზე აპირებთ გამარჯვებას?

დიდი მადლობა. ვნახოთ როგორ წარიმართება ბრძოლა, მე მზად ვარ გამარჯვებისთვის!

- რთული გამოწვევაა,  დოლიძემ პირველი ბრძოლა UFC ში ნოკაუტით მოიგო, ის დიდებული სპორტსმენია!

შესაძლოა. მე მას აუცილებლად დავანოკაუტებ! 

Hot News

X