რას წერენ რუსები ქუთათელაძის შესახებ, მას შემდეგ რაც გურამმა ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

რას წერენ რუსები ქუთათელაძის შესახებ, მას შემდეგ რაც გურამმა ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

მოგეხსენებათ, რომ მატეუშ გამროტის დამარცხების შემდეგ გურამ ქუთათელაძემ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, რასაც რუსები სოციალურ ქსელებსა და "YOUTUBE"-ში გამოეხმაურნენ.

 

UFC Russia-ს მიერ ატვირთულ ვიდეოზე, სადაც გურამი ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, არაერთი კომენტარი დაიწერა.

 

გთავაზობთ მათ თარგმანს :

 

"ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებ"

"დიდი პატივისცემა ამ მებრძოლს. მოწინააღმდეგეებს აფასებს და მათზე ყოველთვის კარგად საუბრობს"

"ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს მოუგე, იცოდე რომ ბევრი რუსი გგულშემატკივრობს"

"სამყაროს ბევრ ისეთ ადამიანს ვუსურვებ, როგორიც გურამია"

"პატივისცემა დაღესტანიდან. იმედია თქვენი ბრძოლა შედგება"

"ჩემი აზრით ქართველები საუკეთესო ქრისტიანები არიან"

 

სეთი და მსგავსი კომენტარებითაა აჭრელებული YOUTUBE არხის კომენტარები. სასიხარულოა, რომ ნეგატიურ კომენტარს არსად არ გადავაწყდით.

 

Hot News